უტა ბექაია
ზეადამიანები, 2019
“Ზეადამიანები” უტა ბექაიას ვიდეო ტრილოგიაა, რომელსაც მასკარადის ფორმა და განწყობა აქვს. Ნამუშევარი ხელოვანის დიზაინით შექმნილ კოსტიუმებს, პერსონაჟებისთვის ჩაცმულ რბილ ჩასაცმელ ქანდაკებებს წარმოგვიდგენს. ვიდეოში ყველა პერსონაჟს თავად ხელოვანი განასახიერებს. ისინი არ არიან კონკრეტული გმირები და ავტორის მიერ სოციალური და კულტურული სტერეოტიპების ერთგვარ ინტერპრეტაციას ასახავენ, რომლის მიზანიც მათი დეკონსტრუქცია და მითოლოგიის, კინოს, კლასიკური მხატვრობისა და რეკლამის ჭრილში დანახვაა.
უტა ბექაია (დაიბადა 1974 წელს) მულტიმედია ხელოვანია. ის თბილისსა და ნიუ იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. სწავლობდა ინდუსტრიულ დიზაინს თბილისის მცირე აკადემიაში. Მისი, Როგორც ხელოვანის დებიუტი ავანგარდული მოდის ასამბლეაზე შედგა, სადაც მან სკულპტურული პერფორმანსი დადგა.
უტა ბექაია პერფორმანსისა და ინსტალაციის სფეროში მუშაობს და რბილ, ტანსაცმელ ქანდაკებებს ქმნის, რომლებშიც თავის ისტორიულ და კულტურულ წარსულს, გენეტიკურ კოდსა და სამყაროს ციკლებს იკვლევს.