ოლგა ჩერნიშევა

მატარებელი, 2003

ვიდეო, 7 წუთი და 30 წამი

ჩერნიშევას ყველაზე ცნობილი ნამუშევარი “მატარებელი” რუსეთის საქალაქთაშორისო მატარებლის ვაგონში მიმდინარე არაჩვეულებრივი ვიდეომოგზაურობაა, რომელიც ძიგა ვერტოვის კონსტრუქტივისტულ ფილმს გვაგონებს. ნამუშევარი ფანჯრიდან აკვირდება თანამედროვე რუსულ ცხოვრებას და ამასთანავე ტიპიური კინოს სტრუქტურას მიჰყვება: მატარებელში გადაადგილება და სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა მხატვრული ფილმის ნარატივს ბაძავს. 

ოლგა ჩერნიშევა (დაიბადა 1962 წელს მოსკოვში, რუსეთი) თანამედროვე ხელოვანია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში. მისი ნამუშევრები მოიცავს ფილმს, ფოტოგრაფიას, ნახატებსა და ობიექტებზე დაფუძნებულ მედიას, რომელთაც ის ბანალური მომენტებისა და მარგინალური სივრცეების ყოველდღური ცხოვრების აღწერისთვის მიმართავს. ის მათ თანამედროვე რუსული კულტურის მთავარი ნარატივის მზარდი ფრაგმენტაციის შესასწავლად იყენებს.

ჩერნიშევამ დაამთავრა გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი მოსკოვში. იყო ამსტერდამის Rijksakademie Van Beeldende Kunsten-ის რეზიდენტი. მისი ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით ხშირად იფინება გალერეებსა და მუზეუმებში. მათ შორისაა: Museum of Modern Art (ნიუ იორკი), Lunds Konsthall (ლუნდი), მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ბიენალე (მოსკოვი), Biennale of Museum Folkwang (ესსენი), Kunsthalle Hamburg (ჰამბურგი), Solomon R Guggenheim Museum (ნიუ იორკი).

მისი ნამუშევრები ინახება მსოფლიოს მრავალ კოლექციაში: Museum of Modern Art (ნიუ იორკი), Louis Vuitton Foundation (პარიზი), Russian Museum (სანქტ-პეტერბურგი), Russian Ministry of Culture (მოსკოვი), Nasher Museum of Art (დიუკის უნივერსიტეტი), Ludwig Forum fűr Internationale Kunst (აახენი), The National Museum of Art, Architecture and Design (ოსლო), NBK (ბერლინი), Victoria & Albert Museum (ლონდონი), Moscow Museum of Modern Art (მოსკოვი).