გიორგი ვარდიაშვილი

მე არასდროს მინახავს მამაჩემის ცრემლები, 2020

ავეჯი, ხარაჩოს დგარები

“მე არასდროს მინახავს მამაჩემის ცრემლები“ ნამუშევრების სერიაა, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებს, საგნებსა და ადამიანებს შორის არსებული დამოკიდებულებების მუდმივ ტრანსფორმაციას ეხება. წარმოდგენილი ინსტალაცია აერთიანებს ოჯახურ ნივთებსა და ავეჯს, რომლებიც არსებულ იდეასა და ფუნქციას შორის  პარალელებს ეძებენ და ცდილობენ, ერთმანეთის ჩანაცვლებისა და მეტაფორული მნიშვნელობის შეძენის შესაძლებლობაში გაერკვენ. 

გიორგი ვარდიაშვილი (დაიბადა 1995 წელს) თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის VA[A]DS-ის სტუდენტია. იგი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა სახელოვნებო პროექტსა და გამოფენაში. 2017 წელს  იმყოფებოდა Transcultural Art Lab-ის რეზიდენციაში იუსტში, გერმანია. ამავე წელს ვარდიაშვილი დაასახელეს წინანდლის პრემიის საუკეთესო მონაწილედ. 2018 წელს გახდა თბილისის არქიტექტურის ბიენალეს საჯარო ნამუშევრების კონკურსის გამარჯვებული. 2019 წელს მიიღო მიწვევა Ebenoeckhaus Residency Munich-ის რეზიდენციიდან (მიუნხენი, გერმანია).