ულადზიმირ ჰრამოვიჩი

Მოჩვენებები, 2018

ციფრული კოლაჟები

ნამუშევრების ამ სერიაში ხელოვანი თანამედროვე მინსკის ხედებსა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ნგრევას გვიჩვენებს. ის ოფიციალურად აღიარებული ისტორიული მეხსიერების კანონებს მითოლოგიისა და დამარცხებული ფაშიზმის განხილვის საშუალებით ეჭვქვეშ აყენებს. ჰრამოვიჩი თავის ნამუშევრებში  ომისდროინდელ პუბლიკაციაში “ჩვენ დავამარცხებთ ფაშისტ გველს” გამოქვეყნებულ ბელორუსი ხელოვანების მიერ შექმნილი ანტიფაშისტური კარიკატურების გრაფიკულ დეტალებს იყენებს. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეს უსახური დეტალები: ბომბის ტრაექტორია, აფეთქებისა და სხეულის ფრაგმენტები, ჩამოგდებული თვითმფრინავების კორპუსები ნგრევის შიშს, მინსკის ნანგრევებს გვახსენებს. ულადზიმირ ჰრამოვიჩი ერთმანეთს არქიტექტურის ისტორიას, ხელოვნებას, ქალაქის გარდაქმნასა და სივრცის რეპრეზენტირებას უკავშირებს. მრავალშრიანი პოსტ-საბჭოთა ქალაქის თემაზე მუშაობისას ის სვამს კითხვას: რა საიდუმლოს მალავენ ლანდშაფტი და ნანგრევები, რა იმალება სამშენებლო მოედნის გარშემო შემოვლებული ღობის იქეთ.

ულადზიმირ ჰრამოვიჩი მინსკში, ბელორუსიაში ცხოვრობს და მუშაობს. მან 2009 წელს ი. ვ. ახრემჩიკის სახელობის ხელოვნების კოლეჯი, 2015 წელს კი ბელორუსიის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ჰრამოვიჩი მონაწილეობდა მინსკში, მოსკოვში, ვილნიუსსა და სხვა ქალაქებში ჩატარებულ გამოფენებში. 2017 წელს ვროცლავში მისი პირველი პერსონალური გამოფენა ჩატარდა. ამავე წელს მან თანამედროვე ხელოვნების ოდესის მეხუთე ბიენალეშიც მიიღო მონაწილეობა. ხელოვანი იკვლევს ისტორიულ მახსოვრობას, არქიტექტურასა და პოლიტიკის გავლენას ხელოვნებასა და ისტორიულ მასალაზე.