ვლადიმირ მილადინოვიჩი

ჩანაწერების წიგნი, 2020

ნამუშევარი წარმოადგენს იუგოსლავიის ომის გამჩაღებელი რატკო მლადიჩის დამაინტრიგებელ, მაგრამ ბანალურ დღიურებს. გენერალი მლადიჩი, რომელიც „ბოსნიის ყასაბის“ სახელით იყო ცნობილი, სარაევოს დაბომბვას, სრებრენიცის ჟლეტასა და უამრავ „წმენდის ოპერაციასა“ და აფეთქებას ხელმძღვანელობდა, რამაც შედეგად დასახიჩრებული სიცოცხლეები, ნატანჯი სხეულები, აგონიაში სიკვდილი ან უსასრულო ნაციონალიზმი გამოიღო. 2017 წელს, გენერალ რატკო მლადიჩს, ბოსნიისა და სერბიის „მნიშვნელოვან“ სამხედრო ფიგურასა და „სისხლის მსმელს“ გენოციდისა და ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ვლადიმირ მილადინოვიჩი (დაიბადა 1981 წელს) ბელგრადში, სერბეთში ცხოვრობს და მუშაობს. მან დაამთავრა ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, მოგვიანებით კი ამავე უნივერსიტეტში ხელოვნებისა და მედია თეორიის დეპარტამენტში სადოქტორო ხარისხი დაიცვა. 2007 წლიდან მუშაობს როგორც დამოუკიდებელი ხელოვანი. იყო სახელოვნებო თეორიული ჯგუფის „ომარსკას ოთხი სახე“ წევრი. ჯგუფი ეჭვქვეშ აყენებს მემორიალების შექმნის სტრატეგიას. მილადინოვიჩის ინტერესის მთავარ საგანს მეხსიერების პოლიტიკა, მედია მანიპულაცია და ისტორიის რეინტერპრეტაცია წარმოადგენს. მისი ნამუშევრები ომისა და ომის შემდგომი ტრავმების, მედიის, პოლიტიკური და ეთიკური იდენტიფიკაციის, ომის  დროს ჩადენილი დანაშაულების, უარყოფისა და ინფორმაციის წაშლის ახლანდელ გარდამავალი იდეოლოგიების საკითხებს ეხმიანება. მისი ნამუშევრები ეჭვქვეშ აყენებს მედიისა და ინსტიტუციების მიერ ომის შემდგომ პერიოდში საჯარო სივრცეებისა და კოლექტიური მეხსიერების შექმნის მეთოდებს. მილადინოვიჩი ხელოვნებას ოპოზიციური საზოგადოებრივი სფეროს შექმნისათვის საჭირო იმ ფორუმის სახით იყენებს, რომელიც წამოსწევს კითხვებს ომზე, მედია პროპაგანდაზე, ნარატივის ცვლილებაზე, ისტორიულ პასუხისმგებლობასა და ინტელექტუალურ ჩართულობაზე. მილადინოვიჩი ბელგრადის 53-ე ოქტომბრის სალონის ლაურეატია, რომელმაც „ვლადიმირ ველიჩკოვიჩის“ ფონდის პრიზი მიიღო. ახლა იგი UAL Archives and Special Collections Centre-ის რეზიდენციაში იმყოფება, სადაც სტენლი კუბრიკის არქივს იკვლევს და ლონდონში, King’s College-ის ბაზაზე ჩამოყალიბებული ქსელის VEM-Visual Embodied Methodologies (ვიზუალური მეთოდოლოგიები) წევრია.

მილადინოვიჩის ნამუშევრები ხშირად იფინება ევროპაში. მათ შორის SMBA – Stedelijk Museum Bureau Amsterdam-ში (ამსტერდამი), Artium – Basque Museum Centre of Contemporary Art-ში (ვიტორია), Münchner Stadtmuseum-ში (მიუნხენი), Salzburger Kunstverein-ში (ზალცბურგი), FreiraumQ21 – Museumsquartier-ში (ვენა), CACT-Thessaloniki Center Of Contemporary Art-ში (თესალონიკი), The Exchange-ში (ლონდონი) და ა. შ.