ენდრიუ ნორთი

ელიავა, 2016

კალამი და ტუში  ქაღალდზე, 40 x 400 სმ

ელიავა არ არის მხოლოდ ბაზრობა, სადაც ხელსაწყოები და მასალები იყიდება. ის ასობით ადამიანისთვის საცხოვრებელი სივრცე. თემი და ინსტიტუციაა. ის ასევე წარმოადგენს საქართველოში 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგ მიმდინარე ცვლილებების ისტორიას. ბაზრობაზე კალმითა და მელნით დახატული ეს ნამუშევარი სწორედ ამ ამბის ერთი კადრია, რომელიც ელიავას რეალურ სახეს ასახავს. მრავალი დახლი აქ 90-იანების დასაწყისიდან ფუნქციონირებს. ისინი საბჭოთა პერიოდის მეორად  ხელსაწყოებსა და მანქანის ნაწილებს ყიდიან, თუმცა მათი მომხმარებლის რიცხვი სულ უფრო და უფრო იკლებს.

ენდრიუ ნორთი ბრიტანელი ჟურნალისტია, რომელიც თბილისში, საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს.  ის ასევე ხატავს. ამ პანორამის დასახატად მან ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე თვე გაატარა. ნამუშევრის ინტერაქტიული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://eliava.sketchyreports.com/ka/