საიალი ბაჰარი
ოდა კასპიის ზღვაზე, 2020
ეძღვნება ქალს, 2020
ვიდეო
ნამუშევარი არის ეკო-პოემა, რომელიც ბუნებასა და წყლის დაბინძურების პრობლემას ეხება. ოდა კასპიის ზღვაზე არის ლექსი, რომელიც ავტორმა ლოს ანჟელესში, კალიფორნიაში, უკეთესი საცხოვრებელი ადგილის ძიებისას გადასახლებულმა დაწერა. სახლის მონატრებამ მას სამშობლოსთან, მის ისტორიასთან, კასპიის ზღვასა და აზერბაიჯანთან დაკავშირებული საკითხების კვლევისკენ უბიძგა. პოემა სწორედ ამ კვლევისა და იმედგაცრუების გრძნობის გაჩენის შედეგად შეიქმნა.
“ეძღვნება ქალს” თბილისში დაწერილი ფსიქოდელიური პოემაა, რომელიც ახალგაზრდა ქალის შინაგანი სამყაროს კონფლიქტს ეძღვნება. ეს ლექსი ავტორის იდენტობის ეგზისტენციალურ კითხვებზე პასუხის ძიება და ამავე დროს დედასთან რთული ურთიერთობისა და საკუთარი ბნელი მხარეების აღიარებაა.
საიალი ბაჰარი აზერბაიჯანელი ფემინისტი მწერალია. ის ამჟამად ბაქოსა და თბილისში ცხოვრობს და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) მედია მენეჯმენტსა და ჟურნალისტიკას სწავლობს. ის სამი სატირული რომანის ავტორია, რომლებიც აზერბაიჯანელი ახალგაზრდების, საზოგადოების მაღალი ფენისა და სექსუალური თავისუფლების შესახებ მოგვითხრობენ (“Aztagrambook: Instalove, InstaBaku” (2015), “Baku Virgin Diary” (2017), “Aztagrambook: Song of Wind and Fire” (2018)).