თომა თამარა კანაშვილი
Მოსიყვარულე კატებისა და Ბენზადრინის სერიებიდან, 2000-2010
22 ნახატი, კალამი და გუაში ქაღალდზე
თამარა კანაშვილის კალმით, გუაშითა და ტუშით ქაღალდზე შესრულებულ კატების ნახატებს ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში გავრცელებული “საყვარელი” კატების ფოტოების მიმზიდველობა აქვთ, თუმცა მათი განწყობა რადიკალურად განსხვავებულია. კანაშვილის კატები მოკუნტული, მოწყენილი და ნაცრისფერები არიან. Ბენზადრინის სერიის ნახატები დაკვირვებით შესრულებული ნამუშევრებია, თუმცა მასში ჩართული ფანტასტიკური ელემენტები ნამუშევრებს სურეალისტურ ელფერს ანიჭებს.
თომა თამარა კანაშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. Მას მრავალ გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა. მათ შორისაა: “ლიტერატურა და ხელოვნება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის”, გ. Ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი და ქლინგშპორის მუზეუმი ოფენბახში (გერმანია), პროექტი “Art Sea” – სკულპტურების ბაღი, ფოთი, არტისტერიუმი 2012 და 2013 წელს, თბილისის ისტორიის მუზეუმში, “შეხვედრის ადგილი”, Underwheel (თბილისი) და პერსონალური გამოფენა გალერეაში “გამრეკელი”.