ანდრო დადიანი

ტავტოლოგია 

Პერფორმანსი, 2020 

სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ; ბრუნავს, ბრუნავს, მიჰქრის ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს. ეკლესიასტე I/6

ანდრო დადიანი ხელოვანი და პოეტია, რომელიც ქართულ სახელოვნებო სივრცეში 2017 წლიდან გამოჩნდა. მისი ნამუშევრები და ტექსტები ეროტიულობითა და საზოგადოებისთვის სენსიტიური იმ თემების წინ წამოწევით გამოირჩევა, რომლებსაც იგი მისთვის ჩვეული სინაზით, ხან კი დაუნდობლობით აღწერს, აპროტესტებს და ეძებს გზებს იმ შემაწუხებელი ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად, რომელშიც ცხოვრება გვიწევს. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო შემდეგ გამოფენებზე: მუშტი (თბილისის ონლაინ ბიენალე, 2020), შენარჩუნება არის ზმნა (თბილისი, გალერეა ”მაუდი”, 2020), უსათაურო პერფორმანსი ლგბტ ადამიანებზე ძალადობის შესახებ (თბილისი, 2020), მე ვარ (თბილისი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, 2019), იყავნ ნება შენი (ვარშავა,  Warsaw Gallery Weekend 2019), დამოუკიდებლობის მემორიალი (თბილისი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან, 2019), ლოტის ცოლის მზერა (თბილისი, რუსთაველის სახელობის თეატრი, 2018), ბალიშისპირი (ზუგდიდი, თანასწორობის მოძრაობის ოფისი, 2018), #დუმილიკლავს (თბილისი, რუსთაველის გამზირი, 2018), შემოდგომის ყვავილები (თბილისი, 2017), უფრო სქელი კანი (თბილისი, კლუბი ”ელექტროვერკი”, 2017).