ნუცა მიქაბერიძე
ერთმანეთი, 2020
შერეული ტექნიკა, საქსოვი ძაფი, რკინის ბადე, თიხა, აკრილი
325 x 205
მთლიანობას ერთად დგომა ჭირდება. ეს ნამუშევარი ორი ნაწილისგან შედგება: ნაქსოვი ფარდა წარწერით და რკინის ბადე თიხის ფირფიტებით. Რბილი და უხეში, ნაქსოვი და მეტალი, მასალების დაპირისპირება მათ განსხვავებას უსვამს ხაზს მიუხედავად იმისა, რომ ისინი მაინც ერთი მთლიანის ნაწილები არიან.
ნუცა მიქაბერიძე (დაიბადა 1997 წელს) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველოში. 2015-2019 წლებში სწავლობდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა VAADS-ში. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ჯგუფურ გამოფენაში, მათ შორის: Oxygen_Tbilisi No Fair (სტამბა, თბილისი, 2019), Marshrutka Mix-Tapes (ღია სივრცე, თბილისი, 2019), Marshrutka Project (ბერლინი, 2019), Welcome to Georgia, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა (ფრანკფურტი, 2018), VAADS-ის ფოტოგრაფიის კლასი, Black & White Gallery (თბილისი, 2018), VAADS არტარეას გალერეაში (თბილისი, 2017), ეროვნული ხალიჩების ფესტივალი (რაბათის ციხე, საქართველო, 2017), All & Everything, არტარეას გალერეა (თბილისი, 2016).