W2KSHOP

ირმიგალი, 2020

შერეული ტექნიკა, სხვადასხვა ზომა

 გამოფენის კონტექსტიდან გამომდინარე სივრცეს ახალი ფუნქცია მიენიჭა და ისე გადაკეთდა, რომ ახალი სიტუაციის ფუნქციის შეთავსება შეძლებოდა. შესაბამისად, არსებული სივრცითი ელემენტები შეიცვალა და მათ ახალი დეტალებიც დაემატა, რომლებიც ფონის სახით არსებობენ და მათთვის მიცემულ ფუნქციებს მშვიდად ასრულებენ. ირმიგალი ამ ელემენტების აბსტრაქტული ფორმაა, რომლის აღდგენაც დამოუკიდებელი ობიექტის სახით მოხდა. ფორმის ალტერნატიული შესაძლებლობების, წყობისა და სივრცითი დაყოფის ჩვენებით ისინი ფონს დაკვირვების ობიექტად აქცევენ.

W2KSHOP-ი თბილისში მოქმედი არქიტექტურული სტუდიაა, რომლის წარმომადგენლებიც ლადო შონია და დიმიტრი ერისთავი, ამ პროექტში მონაწილეობენ. ლადო შონია 1989 წელს სანკტ პეტერბურგში დაიბადა. მან თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. არის W2KSHOP-სა (2016) და MAUDI-ს (2019) თანადამფუძნებელი. დიმიტრი ერისთავი 1989 წელს თბილისში დაიბადა. არქიტექტურას თბილისსა და ლონდონში სწავლობდა, სადაც სახვითი ხელოვნების მაგისტრატურის კურსი გოლდსმითის უნივერსიტეტში გაიარა. არის  W2KSHOP-სა (2016) და MAUDI-ს (2019) თანადამფუძნებელი.