რიტა ხაჩატურიანი
„მარჯანი“ სერიიდან „შიში“, 2018
ტილო, ზეთი
200 x 250
“შიში“ 2018 წლის სერიაა, რომელიც 80-მდე სხვადასხვა მედიაში შესრულებულ ნამუშევარს მოიცავდს. „მარჯანი“ ერთ-ერთი ნამუშევარია ამ სერიიდან.
შიში ადამიანის ფუნდამენტური გრძნობაა, ძირითადად გადარჩენის ფუნქციის მატარებელი, თუმცა არსებობენ ფობიებად წოდებული შიშებიც, როდესაც ადამიანი თავის ცნობიერებაში მონსტრს ქმნის და თავადვე უპირისპირდება ან გაურბის მას. ფობიებად წოდებული შიშების სია ძალიან მრავალფეროვანია. ერთ-ერთი მათგანია დიდი რაოდენობის სიმეტრიული (არასიმეტრიული) ხაზების ან წერტილების ფობია. ამ ფობიის შინაარსის მატარებელია „მარჯანიც“.
რიტა ხაჩატურიანი (დაიბადა 1982 წელს) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის განხრით. Მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ჯგუფურ გამოფენაში: ჯგუფური ინტერნეტ გამოფენა „მუზეუმი კედლების გარეშე“, New York (2020), Kunstraum Gallery (ლონდონი, 2020), TAF, მეტამორფოზა (თბილისი). ბოლო წლებში გამართული პერსონალური გამოფენებიდან აღსანიშნავია: „ბატონები“, გალერეა VANDA (თბილისი), „შიში“, საქართველოს ისტორიის მუზეუმი (თბილისი), “მორფოლოგია“, გალერეა სფუმატო (თბილისი), „ვინ ხვრეტს ქვებს“, ფესტივალი არტელი რაჭა, კოტე ჯინჭარაძის არტ-რეზიდენცია.