ლუკაშ რადიშევსკი
Მზე, 2018
24 საათიანი პროექცია
დამონტაჟდა გამოფენისთვის
Რადიშევსკის ვიდეო გვიჩვენებს მზის დისკს ორ პარალელურ ეკრანზე სადაც მზის ამოსვლასა და ჩასვლას ერთდროულად ვხედავთ. ეს ორი მზე დედამიწის ორ სხვადასხვა ადგილასაა გადაღებული. ვიდეო ბიალისტოკში, გალერეა არსენალში 2018 წელს შემოდგომის ბუნიობის დროს 23 სექტემბერს იქნა ნაჩვენები. ეს იყო გამოფენის დროს შესრულებული ჩანაწერებისა და პირდაპირი გადაცემების კომპილაცია, რომელიც გამოფენის მიმდინარეობისას დროის სხვადასხვა ზონაში გაკეთდა. Პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა რამდენიმე ასეული ადამიანის: მოგზაურების, ვლოგერების, ხელოვანის მეგობრებისა და კულტურის ორგანიზაციების ძალისხმევისა და სინქრონიზირებული მოქმედების შედეგად. ვიდეოს თან სდევს საუნდკომპოზიცია, რომელიც რაფალ რიტერსკიმ მისი ჩვენების პარალელურად იმ ადგილების ატმოსფერული ინფორმაციის შეგროვების შედეგად ჩაწერა, საიდანაც ის ვიზუალურ გამოსახულებას იღებდა.
ლუკაშ რადიშევსკიმ (დაიბადა 1989 წელს) დაამთავრა ვარშავის ხელოვნების აკადემია (პოლონეთი). იგი არის მხატვარი და UX დიზაინერი, მუშაობს სოციალური არქიტექტურის სფეროში და საზოგადოების ჩართულობაზე მიმართულ აქციებზე – იყენებს ხელოვნების მეთოდს, რომლის მიზანიც ახალი ლოკალური საზოგადოებების შექმნაა. ხელოვანი დაინტერესებულია დროის აღქმის ფართო ცნებით, ფუტურიზმითა და ევროპულ-აზიური სასაზღვრო გეოპოლიტიკით. მისი ნამუშევრები გამოფენილია Zachęta – National Gallery of Art-ში, ვარშავის თაბანედროვე ხელოვნების მუზეუმში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში Ujazdowski Castle (ვარშავა), Arsenal Gallery-ში (ბიალისტოკი) და ა. შ. რადიშევსკი ასევე არის გალერეა Komputer-ის დამაარსებელი, რომელიც 2019 წელს ადამ მიცკევიჩის ინსიტუტის (IAM) მიერ პოლონეთში წლის ყველაზე ინოვაციურ კულტურულ პროექტად დასახელდა.