გიორგი გრძელიშვილი
სევდა, 2020
მოძრავი გრაფიკა
სხვადასხვა ფაზებით, ჟღერადობითა და ვიზუალური ეფექტით შექმნილი მოძრაობა, რომელსაც ყველა თავისებურად აღიქვამს. სევდა, რომელიც სამ ფაზად ისე იყოფა, თითქოს არასდროს ჩერდება, ჟღერადობასა და ხასიათს იცვლის და ამავე დროს, მოდუნების საშუალებას არ გაძლევს.
გიორგი გრძელიშვილი (დაიბადა 1996 წელს) მულტიდისციპლინური დიზაინერი და ხელოვანია. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2014 წელს სწავლობდა თავისუფალ უნივერსიტეტში (VA[A]DS). 2015 წლიდან სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელა. მუშაობდა დიზაინერად სხვადასხვა კომპანიაში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთი სარეკლამო კამპანიის დაგეგმვასა და პროდუქტის შექმნაში.