ანნა ჯიბლაძე
Ჩემს სიზმრებში არასოდეს დაბადებულხარ, 2020
ინსტალაცია: რბილი ქანდაკება და აკვანი
ძუძუმტეობა ძველი ტრადიციაა, რომელიც კავკასიის სხვადასხვა ხალხებში იყო გავრცელებული. ბავშვს აღსაზრდელად სხვა ქალს აბარებდნენ, რომელიც მას ძუძუს აწოვებდა და ამის გამო ბავშვზე ბიოლოგიურ მშობლებზე მეტ უფლებას იძენდა. ეს ტრადიცია დიდ პოლიტიკურ დატვირთვასაც ატარებდა, რადგან ხშირად ბავშვს სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ ოჯახს მიაბარებდნენ, სადაც ის ცხოვრობდა, იქაურ ენასა და წესებს სწავლობდა. ასე იქცეოდა ქალის სხეული პოლიტიკურ იარაღად, რომელსაც ერთმანეთთან მეზობელი ტომების დაახლოვება და მათ შორის შესაძლო კონფლიქტების თავიდან აცილება შეეძლო.
ანნა ჯიბლაძე (დაიბადა 1995 წელს) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2014-2018 წელს სწავლობდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში ფერწერის განხრით. დაამთავრა თეა გვეტაძისა და ლევან მინდიაშვილის კლასში. მას მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ჯგუფურ გამოფენაში, მათ შორის: ობსკურას სახელოსნოები (2019), VA[A]DS-ის ჯგუფური გამოფენა არტისტერიუმის ფარგლებში (თბილისი, 2018) „და კავშირი“ – მიტოვებული საბჭოთა სკოლის შენობა (თბილისი, 2018), Kavaleridze Revision (კიევი, უკრაინა, 2018), Powerpuff Girls, არტარეას გალერეა (თბილისი, 2017) და სხვა. მას ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო რეზიდენციაში Kavaleridze Revision, რომელიც 2018 წელს კიევში ჩატარდა. იყო ადგილობრივი რეზიდენციების არტელი რაჭასა (2017) და გარიყულას სტუმარი (2018).