ანასტასია ახვლედიანი

ფარდას, რომელიც შეგიკერე, ვერასდროს ნახავ, 2020

Შერეული ტექნიკა, ინსტალაცია

ნამუშევარი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ნანახი საფლავების იმიტაციაა. ის გვიჩვენებს საფლავის საკრალურობას ცოცხალი ადამიანებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა დეტალი, რომლებითაც მათ ამკობენ  და როგორ სისათუთეს ავლენს ადამიანი ძვირფასი ადამიანის საფლავის მოვლისას.

ანასტასია ახვლედიანი (დაიბადა 1996 წელს) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველოში. 2014-2018 წლებში ის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზანის სკოლა VA[A]DS-ში ფერწერის განხრით თეა გვეტაძისა და ლევან მინდიაშვილის კლასში სწავლობდა. მას მრავალ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა.  მათ შორისაა: თბილისის ონლაინ ბიენალე (2020), ნარიმანი (2019), ობსკურას სახელოსნოები (2018), მიტოვებული საბჭოთა სკოლის შენობა (2018), Us and Them, Parallel Vienna (2017). ახვლედიანი ასევე იყო Slavs and Tatars-ის რეზიდენტი ბერლინში (2019) და მონაწილეობდა Jiwar Barcelona-ს მულტიდისციპლინურ რეზიდენციაში (ბარსელონა, ესპანეთი).