სანდრო ანჩაბაძე
მე ვიპოვე ჩემი კედელი, როდესაც სხვაგვარად არ შემეძლო, 2020
Ბიაზი, ქსოვილი, მავთული და შერეული ტექნიკა
ნამუშევარი წლების განმავლობაში ნანახი დაზიანებული და სახეცვლილი კედლების ზედაპირზე არსებული ელემენტების გაერთიანებას წარმოადგენს. სხვადასხვა ლაქით, ნაპრალითა და გადაკერებული ქსოვილით შექნილი კედლის იმიტაცია პირადი ისტორიის თხრობის ერთგვარი ფორმაა, სადაც მყარი სტრუქტურა თხელ და არამდგრად ობიექტად გარდაიქმნება.
სანდრო ანჩაბაძე (დაიბადა 1999 წელს) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. იგი 2017 წლიდან თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში სწავლობს. მას მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ჯგუფურ გამოფენაში. მათ შორისაა: 26 მცდელობა ჩემი დაკარგული თმის აღსადგენად, ღია სივრცე/Open Space (თბილისი, 2020), „სულახალია2“, Window Project Gallery (თბილისი, 2019), Oxygen_Tbilisi No Fair, VA[A]DS-ის ჯგუფური შოუ, სასტუმრო „სტამბა“ (თბილისი, 2019), “და კავშირი”, მიტოვებული საბჭოთა სკოლის შენობა (თბილისი, 2018).