გურამ შავდია
ღირებულებათა ომი, 2014
Ზეთი, ტილო
175 x 145 სმ
თავისუფლების ჯარისკაცი, 2014
Ზეთი, ტილო
170 x 140 სმ
ძალაუფლების მქონე ადამიანი, 2019
Ზეთი, ტილო
175 x 145 სმ
გამოფენაზე წარმოდგენილი სამივე ნახატი სხვადასხვა სერიიდანაა და 2014-2019 წლებშია შექმნილი. თუმცა ერთმანეთის გვერდით გამოფენილი ეს ნახატები ახალ კონტექსტს იძენენ: არსებულ არქეტიპულ სახეებთან იუმორისტული დამოკიდებულება აშკარად ჩანს ჯარისკაცის შავ-თეთრ ფერებში შესრულებულ გამოსახულებაში, რომელიც სათამაშო ჯარისკაცის ფიგურას გავს; ცირკის აკრობატის პორტრეტში, რომელსაც ყვითელი საცურაო რეზინის რგოლი აქვს წელზე ჩამოცმული და რომანტიზირებულ უთავო ჩოხიან ფიგურაში.
გურამ შავდიამ (დაიბადა 1988 წელს) იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 2007 წელს დაამთავრა და სწავლა დიუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში პროფ. ანდრეას შულცეს კლასში გააგრძელა. მონაწილეობდა მრავალ სოლო და ჯგუფურ გამოფენაში: Christuskirche (ლევერკუზენი, 2019), Upstairs Gallery (ოლდენბურგი, 2012), კიოლნის ბიენალე New Talents (2014), Touch Georgia – თანამედროვე ქართველი ხელოვანები (DEG, კიოლნი, 2013), Das ist alles deine Schulze (Philara, დიუსელდორფი, 2013), Threadneedle Prize Exhibition (ლონდონი, 2012) და Geranien, Turm 06 (დუისბურგი, 2012).