ნიკიტა კადანი
შავი ობელისკი (უცნობი ობელისკის გუდრონით დაფარვა), 2020
შავი ობელისკის კონცეფცია “სირცხვილის ობელისკის” იდეას ემყარება, რაც დიდების მონუმენტების საჯარო სივრცეში წარდგენაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუ ეროვნული შეცდომებისა და დანაშაულების შემახსენებელ ძეგლებს ისეთივე ყურადღების ღირსად ჩავთვლით, როგორსაც ეროვნული დიდების ან ტრაგედიის აღმნიშვნელ მონუმენტებს ვუთმობთ, ზოგადად ძეგლების აღმართვის პოლიტიკა უფრო კომპლექსური და მრავალშრიანი, პროცესი კი უფრო სამართლიანი გახდება.
ნიკიტა კადანი 1982 წელს დაიბადა კიევში, უკრაინაში, სადაც დღემდე ცხოვრობს და მუშაობს. ის 2004 წლიდან არის ხელოვანთა ჯგუფის R.E.P. (რევოლუციური ექპერიმენტული სივრცე) წევრი, 2008 წლიდან კი კურატორებისა და აქტივისტების ჯგუფის Hudrada-ს თანადამაარსებელი და წევრი. კადანი ხშირად მონაწილეობს ინტერდისციპლინური თანამშრომლობის პროექტებში არქიტექტორებთან, ადამიანის უფლებების დამცველებთან და სოციოლოგებთან ერთად.