ანდრო ერაძე
My Silent Response is Your Blind Guide
თავდაპირველი გამოფენის მხატვრული კვლევის საგანი, რომელიც პირადი არქივების გასაჯაროვებას მოიცავდა და გარკვეულ სამეცნიერო კვლევებს ემყარებოდა, ცრუ მეხსიერების ფენომენი იყო. გონებაში შექმნილი ისეთი ფრაგმენტები რომლებიც არასდროს მომხდარა და რომლის წარმოებასაც ადამიანი სხვადასხვა სოციალური, კულტურული თუ თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარებით გამოწვეული ტრამვების გამო იწყებს.
ჰიპნოზის საშუალებით ადამიანები გამიზნულად იქმნიან არარსებულ მეხსიერებას ჭარბწონიანობის, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის ან სხვა ხელისშემშლელი მდგომარეობისგან თავის დასაღწევად; ასევე სპეციალური წვრთნების საშუალებით სამხედროებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა აიცილონ თავი მსგავსი შემთხვევებისაგან (რადგან ეს მდგომარეობები, ყველაზე ხშირად, სწორედ, იმ ადამიანებში ვლინდება, ვინც სტრესულ გარემოში ცხოვრობს).
საბოლოოდ, გამოფენა დაემსგავსა სხვადასხვა კავშირების ნაზავს, სადაც დოკუმენტური ქრონიკა შეიძლებოდა ყოფილიყო ხელოვნურად შექმნილის ნაწილიც და პირიქით: ამით აირია საზღვარი ნამდვილად მომხდარსა და წარმოებულს შორის რაც უახლოვდებოდა ცრუ მეხსიერების ფენომენს.
რადგან პირად არქივებზეა საუბარი საქმე ეხება ინტიმურ დეტალებს რომლის ხელოვნების კონტექსტში გადმოთარგმნა რთულია ამიტომ ხაზგასმულად და მიზანმიმართულად მინდოდა მეჩვენებინა კავშირი დავიწყებასა და გახსენებას შორის, რომლის ნათელ მაგალითად ორი იდენტურად შესრულებული 70-იანი წლების ფოტო გამოსახულება ჩავთვალე. ფოტოზე ახალგაზრდა ტყუპები – დედაჩემი და დეიდაჩემი არიან გამოსახული. სამწუხაროდ, დეიდაჩემი ცოცხალი აღარ არის და ეს ქმნის გარკვეულ წინაღობას: ტყუპების, როგორც ერთი მთლიანი მოცემულობის გაყოფას ორ საპირისპირო პოლუსად. აქ დავიწყების და გახსენების ფენომენიც ერთმანეთს დაუპირისპირდა მეხსიერების, ფიზიკური ყოფნის და სიკვდილ-სიცოცხლის მიმართებები
დღევანდელი “სასტუმრო სტამბა” – ყოფილი “რედაქციის” შენობა იმ პირადი ნარატივის ლოგიკური გაგრძელებაა, რომლის მონაწილეები ოდესღაც ფოტოებზე ასახული ტყუპები იყვნენ, რომელთა დედაც რედქციაში მუშაობდა. მათი ბავშვობა პირდაპირ დაკავშირებულია იმ პირვანდელ გარემოსთან, რომელიც ახლა ადაპტირდა, როგორც “სასტუმრო სტამბა” და სულ სხვა დატვირთვა თუ კონტექსტი შეიძინა. გამოფენა არის მცდელობა, რომ ცოტახნით მაინც, მოახდინოს საკუთარი თავის მანიფესტაცია იმ გარემოში, სადაც წარსულიდან მხოლოდ კედლებიღა შემორჩა.