GOD ERA (ნინი გოდერიძე)

კიბორგის სითხე
2021

ცოცხალი ორგანიზმი მუდმივ ფლუიდურობას განიცდის. მის მეხსიერებაში სხვადასხვა მდგომარეობა ორგანულად არსებობს. სიცოცხლე და სიკვდილი ერთი ორგანიზმის, ერთი დიდი სხეულის ერთიანობაა, რომელიც მარადიულია და ერთ ციკლს წარმოადგენს. მაგრამ დედამიწის მარადიული ციკლიც ფლუიდურია და დღესდღეობით იკარგება საზღვარი ტექნოლოგიურ სამყაროსა და ბუნების შორის. გადაწყვეტილება, იყო მწვანე, ან ტექნოლოგიურ განვითარებაზე ორიენტირებული, არის კიდევ ერთი ბინარული სიცრუე. მომავლის ტრანს ჰიუმანი (კიბორგი) თავის მექანიკურობის მიუხედავად, ზრუნავს იმ გარემოზე, რომელშიც მისი მარადიულობა არსებობს.

განსაკუთრებული მადლობა სოლომონ რაზმაძეს და ბებე სესიტაშვილს