დავით აფაქიძე

უკანასკნელის შემდეგ
2021

ტაროს მაღალი არკანების სტრუქტურა თავის თავში კოსმოსის პროექციას წარმოადგენს, რომელიც გვისახავს ევროპოცენტრულ წარმოდგენებს სამყაროზე. მისი ყოველი არკანი ერთ მთლიან სამყაროს ქმნის, რომელიც, მიუხედავად მაღალი სპირიტუალურობისა, მაინც რაციონალურად დალაგებულია. მაღალი არკანები ერთი სულის მოგზაურობაზე მოგვითხრობენ სხვადასხვა ეტაპზე, რომელიც გარკვეული პროგრესიით ვითარდება და მერე ისევ უბრუნდება საწყისს. 

უკანასკნელის შემდეგ ტაროს სამყაროს პოსტაპოკალპტური დანახვაა, რომელშიც სულის განვითარება ისევ არსებობს იგივე ეტაპებით, მაგრამ ამ ეტაპების მარადიული ბალანსა დარღვეულია, რაც ტაროს, როგორც ევროპული  ცნობიერების „ენციკლოპედიის“ ნგრევაზე მიუთითებს. ეს არის ანიმაცია, სადაც ერთ სივრცეში შეკრებილი ყველა მაღალი არკანი კოსმოსის ჩემებურ მოდელს წარადგენს, რომელიც როგორც „ეტრფის“, ისე ებრძვის დასავლურ ცნობიერებას საკუთარ თავში.

დიდი მადლობა: ნატა სოფრომაძე, თამაზ ჯობავა, გვანცა ჯიშკარიანი, გოდერა, ლევან შანშიაშვილი, აკა ფროდიაშვილი, ლევაუ შველიძე, ლადო ბოკუჩავა, გიორგი ქებურია, უტა ბექაია, ქეთო ჩანთაძე, უჩა დასრი, ლენკა ცივიშვილი, ანა ყიფიანი, ლაშა ყაბანაშვილი, მარიკო ჭანტურია, მეთ შელი, ლილე ქალდანი, მერი მამუკაშვილი, ლუკა ბიჭაკშვილი, ჰიტორი ნი, თინა ატამი, ხოსე ხოსიტაშვილი, თინა ასათიანი, ქეთი მანგოშვილი, ეთუნა მაჭავარიანი, ლუკა ეშლი, ანა კაიშაური, თორნიკე დავითულიანი, ტატო ლონდარიძე.