ნიკიტა გეილი

 

DRRRUMMERRRRRR
2019 – 2021

სამყაროს პოსტ-აპოკალიფსური, პოსტ-ადამიანური აღქმის გაღვივების მიზნით, დასარტყამი ინსტრუმენტები ისეა წყლის ავზებში განლაგებული, რომ ერთ ადამიანს მათზე ერთდროულად დაკვრა არ შეეძლოს. მათ მხოლოდ წყალი ააქტიურებს, რომელიც ინსტრუმენტების კომპონენტებზე თავად „უკრავს“ უსასრულოდ. ბუნების უნარი, ჩაშალოს და შეცვალოს ადამიანის მიერ შექმნილი სისტემები წარმოდგენილი ნამუშევრის მთავარი ხაზია; შეხსენებასთან ერთად, რომ „ნებისმიერი ფანტაზია, რაც კაცობრიობას შეიძლება მომავალზე ჰქონდეს, შემოსაზღვრულია ზღვის დონის ამაღლების რეალობითა და ატმოსფეროს მზარდი სიცხით” (გეილი). რა ემართებათ ადამიანზე გათვლილ ტექნოლოგიებს მაშინ, როდესაც მისი დეცენტრალიზაცია ხდება? რა ხდება მაშინ, როდესაც სხვა ძალები და მატერიები ავსებენ განდევნილი ადამიანის სივრცეს და აცოცხლებენ ამ სისტემებს მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი სცენარებით, რომლებიც ბევრად აღემატება ადამიანის სხეულის სინგულარულ შესაძლებლობებს?