ჯგუფი „ბულიონი“

ორთოდოქსი
2015-2021

2015 წელს ორმა გერმანელმა არტისტმა, ნორა ალ ბადრიმ და ნიკოლა ნელლიმ, ერთობლივი ნამუშევრის გაკეთება შემოგვთავაზეს. ამავე წელს ისინი ოთხი კვირით ჩამოვიდნენ თბილისში. 2013 წელს ვენეციის ბიენალეზე ჯგუფმა „ბულიონმა“ ნამუშევარი რელიგიური აერობიკა წარადგინა საქართველოს პავილიონში, “კამიკაძე ლოჯიაში”. სწორედ ეს ნამუშევარი, რომელიც ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე საქართველოში მიმდინარე პროცესებს იკვლევდა, გახდა საერთო ნამუშევრის შექმნის ინსპირაცია. 

პროექტის მსვლელობისას ჯგუფ „ბულიონის“ წევრებმა: ნატალია ვაწაძემ, კონსტანტინე ქიტიაშვილმა და ეკატერინე ქეცბაიამ  ქაშვეთის ეკლესიაში ნიკოლა ნელლი მართლმადიდებლური წესითб ნიკოლოზად მონათლეს. ჯგუფის წევრებმა გააკეთეს აგრეთვე ორი ორმეტრიანი ე.წ. წმინდა ნინოს ჯვარი. ამავე წლის 25 ოქტომბერს ერთ-ერთი ჯვარი გვიან ღამით, ანონიმურად დადეს ამაღლების ქუჩაზე და გზა გადაკეტეს. მოგვიანებით საპატრულო პოლიციამ ჯვარი გაურკვეველი მიმართულებით წაიღო. ჯვრის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. მეორე ჯვარი ექვსი წელი ინახებოდა ჯგუფის სახელოსნოში. 

2021 წლის 28 აგვისტოს ჯგუფი ბულიონის  წევრებმა ჯვარი პარლამენტის წინ 5 ივლისს აღმართული ჯვრის გვერდით დადეს. იმავე დღეს, დაახლოებით საღამოს 5 საათზე, საპატრულო პოლიციამ ჯვარი გაურკვეველი მიმართულებით წაიღო. ჯვრის ადგილმდებარეობა უცნობია. პროექტი ჯვრების დადების, ნიკოლა ნელლის ნათლობისა და რელიგიური აერობიკის ვიდეოდოკუმენტაციას

წარმოადგენს.

2015 წელს ბერლინში პროექტი ნაჩვენები იყო სახელწოდებით არა ორთოდოქსი (un.or.tho.dox).