ნიკოლოზ კაპანაძე

ნიკოლოზ კაპანაძე

High_Tide

ეს არის საჯარო შეხსენება იმ ბუნებრივი გამოცდილებებისა რომლებსაც ასე ხშირად ვივიწყებთ ურბანულ კონტექსტში. გარემოზე ზრუნვის გარეშეც ეს გამოცდილებები თავისთავად დასაფასებელია. ზღვის მოგონებებში ყოველთვის ცოტაოდენი ნოსტალგიაა გარეული. თითქოს ჰაერი უფრო სუფთა იყო, მზე უფრო თბილი, გული კი არაფერზე დარდობა. ძველი ტელევიზორი, – გადაშენების პირას მისული ჯიში, ამ შეგრძნებას ამძაფრებს და არ გაძლევს საშუალებას ამ გამოცდილებაში ჩაიძირო. ჩვენი მოგონებების მსგავსად, რომლესაც ხშირად აკლიათ სიმკვეთრე, ტელევიზორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე რომ გამოსახულება ყოველთვის ნაკლულოვანია სინამდვილესთან შედარებით და საკუთარი თავის გამოცდილებაში დაკარგვის მხოლოდ ნაწილის იმიტაცია შეუძლია.