გადანაცვლების რიტუალები [1]

რეალური დრო-სივრციდან და სხვადასხვა სტრუქტურებიდან მოწყვეტას მოსდევს გადასვლა შუალედურ, ამბივალენტურ მდგომარეობაში. გამოფენა რეფლექსიაა იმ ლიმინალურ ფაზაზე, რომელიც ორ ალტერნატიულ (ფიზიკურ/ვირტუალურ) სამყაროს შორის არსებობას გულისხმობს. ის არ მოიაზრებს მხოლოდ განხეთქილების, წინააღმდეგობის წარმოჩენას, არამედ ბინარულ რეალობებს შორის არსებული „მოტივტივე“ საზღვრის ჩვენებას.

სხეულების, ობიექტების, მოვლენების, გამოცდილებების გამოსახულებებად ტრანსფორმირებისა და პირიქით, მათი არტეფაქტებად ქცევის, განსხეულების პროცესი სწორედ მდგომარეობებს, მოდელებს შორის ტრანზიტიულობის ფონზე იკვეთება და ერთგვარ გადანაცვლების რიტუალს წარმოადგენს, რაც განსხვავებული განზომილებების გადაკვეთასა და ახალი „უცნობის“ დაბადებას იწვევს.

გამოფენის ჰიბრიდული „სხეული“ დააკავშირებს როგორც სხვადასხვა ხელოვანს, მედიუმს, რეალობას და სივრცეს (ყოფილი ელექტროსადგურის შენობა, გალერეები, თეატრები), ასევე დროსაც. ის შეკრებს არა მხოლოდ იმ ნიმუშებს, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაში, „შეკიდულ“ მდგომარეობაში ყოფნის დროს შეიქმნა, არამედ დაკარგულ სხეულებსა და ნამუშევრებს, გამქრალ ხმებს, გაუჩინარებულ ადამიანებს, ციფრულმა დოკუმენტებმა რომ შემოგვინახეს. 

საბოლოოდ კი ის, რაც წარსულში და თანამედროვეობაში განსხეულდა, ხელოვანების მზერის (Artist’s gaze)  ქვეშ მოექცევა და ფოტო თუ მოძრავ გამოსახულებად გარდაიქმნება. მათი სხეულის, გონების, კამერის გავლით გამოფენა თავად გახდება არტეფაქტი და, პირდაპირი თუ მეტაფორული მნიშვნელობით, ეკრანულ მეხსიერებად დარჩება.

    ქეთევან (ქეთი) შავგულიძე, 2021 


[1] Fr. Les Rites de Passage (1909; The Rites of Passage – გადანაცვლების რიტუალები); ტერმინი კულტურულ ანტროპოლოგიაში არნოლდ ვან გენეპმა დაამკვიდრა (ჩარლზ-არნოლდ კურ ვან გენეპი).

OXY_MR_SS-221
OXY_MR_SS-212
OXY_MR_SS-198
OXY_MR_SS-184
OXY_MR_SS-182
OXY_MR_SS-179
OXY_MR_SS-169
OXY_MR_SS-159
OXY_MR_SS-157
OXY_MR_SS-156
OXY_MR_SS-139
OXY_MR_SS-130
OXY_MR_SS-123
OXY_MR_SS-113
OXY_MR_SS-102
OXY_MR_SS-86
OXY_MR_SS-75
OXY_MR_SS-71
OXY_MR_SS-68
OXY_MR_SS-55
OXY_MR_SS-52
OXY_MR_SS-36
OXY_MR_SS-31
OXY_MR_SS-17
OXY_MR_SS-15
OXY_MR_SS-10
OXY_MR_SS-6
OXY_IG-4
OXY_-3
mask friend he has
Lia by Anna
Instead of Anatole _ 15 min film _ Anna R. Japaridze_5
GURT1096
Diva Debut 1
2 (13)
PlayPause
previous arrow
next arrow

Oxygen ბიენალეში მონაწილეობენ არტისტები (საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან), რომელთა ნამუშევრებიც პერფორმანსის, ფუნქციონალური დიზაინის, წარმოების ნარჩენებთან თუ გარემოსთან მუშაობის ფორმატში პოულობენ საკუთარ ხაზს. კურატორებმა არტისტები საგამოფენო სივრცესთან − საბჭოთა დროის ელექტროსადგურთან − დიალოგის რეჟიმში სამუშაოდ მოიწვიეს და ამ უზარმაზარი, შთამბეჭდავი ნაგებობის ერთიანობასთან საპირისპიროდ თავიანთი ინდივიდუალური, ინკურსიული არქიტექტურის შექმნა შესთავაზეს. 

სწორედ ეს დიალოგია გამოფენის ორგანული ნაწილი, რომელსაც  მიღებული ნამუშევრების კლასიკური „თეთრი ყუთის“  თანდაყოლილი შეზღუდვებისგან გათავისუფლება შეუძლია. ქარხნის სტრუქტურა შთამაგონებელია: მისი ფორმები, ესოდენ აუცილებელი ქარხნის ფუნქციონირებისათვის, მოიცავს ათობით დალუქულ ოთახს, ხიდსა და ბილიკს, სივრცეების გამოქვაბულისებრ დაგეგმარებას და უფუნქციო დერეფნებს, რომლებიც პოდიუმებს მოგვაგონებენ და სხვადასხვა ინსტალაციისა თუ პერფორმანსისთვის ურიცხვი შესაძლებლობების შექმნასთან ერთად, ფერწერის, სკულპტურისა და ობიექტების ჯერ არნახული შეპირისპირების პოტენციალს ატარებენ. 

დოკუმენტირება და საარქივო ნამუშევრები გამოფენის მსვლელობასთან ერთად, პერფორმანსებისა და ჰეფენინგების პარალელურად გაცოცხლდება. ვიდეო-ნამუშევრები ფარდების როლს შეასრულებენ − სივრცის დამყოფების − იქნება ეს ეფემერული თუ ფიზიკური სივრცე. გამოფენა ერთგვარი ცოცხალი არქივი იქნება − მთლიანად მორგებული  „გადადებულ დროსთან“ რომელშიც ახლა ვცხოვრობთ,  როგორც კულტურის მუშაკები და განმანათლებლები და შეეცდება სანავიგაციო ფუნქცია შეასრულოს იმის საჩვენებლად, თუ როგორი შეიძლება  იყოს გამოფენა მაშინ, როდესაც ის „ეკრანულ“ ცხოვრებას და მასობრივი სახელოვნებო ღონისძიებების შესახებ მოგონებების სპეციფიკურ მოთხოვნებს ერგება.

სერ სერპასი, 2021