ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი
ნაწნავები, ბაფთები, გვირილები, ვარდები, ჯინსები, მზეები
2021
ეს ნაკუწებისაგან შეკერილი, იმპროვიზებული საბანია, რომელიც ჩემ მიერ საქართველოში შეძენილი პოლიეთილენის პარკებისა და ჩანთების ამოჭრითა და დაწებებით გავაკეთე. ზოგიერთ მათგანზე ტრადიციული ქართული მოტივებია აღბეჭდილი − ორნამენტები ნაწნავებითა და მზეებით, სხვებზე უფრო საბჭოთა საფოსტო ბარათის სტილის გამოსახულებები − ბაფთები და ყვავილები. ეს ყველაფერი ერთად კი გაუცხოებული, მერყევი და ჰაერში მოცურავე სიმბოლოების გადამუშავებული ნარევია, ჩემი სამი წლის შვილი ფლომასტერების ცოტაოდენი დახმარებით შექმნილი.