ლადო ლომიტაშვილი

ნოსტალგია ცინიზმის მცირე დოზით და გაუცხოება
2021

ინსტალაცია არტისტის მიერ შექმნილი სხვადასხვა სკამისაგან შემდგარი ერთობლიობაა, რომელიც ელექტროსადგურის სივრცეში იშლება. სკამების ზედაპირები არტისტის ერთ-ერთი კვლევის საგანს ასახავს − პორნოგრაფიული გამოსახულების ბუნებას. აქ გარემოსა და სივრცეს იდენტური ესთეტიკა აქვს, კანის ტექსტურა კი არ ჩანს, რადგან არტისტმა გამოსახულებები ციფრულად დაამუშავა და სხეული განიდევნა − კომპოზიციისა თუ ფორმის თვალსაზრისით − დარჩა მხოლოდ სურათის იკონოგრაფიული სიღრმე. რამდენადაც პორნოგრაფიას სხვადასხვა მედიის სუბვერსიის უნარი აქვს, ამ შემთხვევაში ის კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ცენზურა ნაწარმოებს მნიშვნელობას უცვლის.