ილიკო ზაუტაშვილი

 

კავკასიური მანიფესტი, აკრძალვების არქეტიპი

2008

ფოტოგრაფიული დიპტიქის მიზანია კავკასიური მითებისა და რეალობის გამოსახულებებისათვის საერთო სივრცის შექმნა. პირველი სურათი ქალისა და მამაკაცის სხეულებს ასახავს, ერთმანეთის გვერდზე მწოლიარეებს − მათ შორის დანა დევს. მეორე სურათი დანას ასახავს − აკრძალვისადმი დაუმორჩილებლობის სიმბოლოს.

არტისტი არქაულ მოტივს თანამედროვეობაში თარგმნის, იმისთვის რომ იმ აკრძალვების აბსურდული ბუნება წარმოაჩინოს, რომლებიც დღესაც განაგრძობენ არსებობას ქვეცნობიერ თუ ცნობიერ დონეზე, როგორც ისეთი აკრძალვების დარღვევის მეხსიერება, რომელსაც სხვადასხვა სახის სასჯელი მოსდევს. დროდადრო ეს ტრადიციული აკრძალვები სოციალურ რეგულაციებში ვლინდება. მაგალითად, სიკვდილით ისჯება ის, ვინც სასტიკად მოექცევა სხვას. აკრძალვებისა და წინასწარგანწყობების არსებობა საზოგადოებაში არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს. დანა – ცენზურაა, ტაბუ და აკრძალვა. წესის დარღვევას სასჯელი მოსდევს – სიკვდილი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს შეზღუდვა კვლავ ავიწროებს ზოგიერთ ადამიანს და ვრცელდება არა მხოლოდ სექსუალურ ურთიერთობებზე ზოგადად, არამედ დღევანდელ აკრძალვებზეც, როგორც სუბტექსტი კოლექტიური ცნობიერის რომელიღაც შრეში. ნამუშევარი აკრძალვების ტრადიციული თემებისა და მისი გავლენის კვლევის მცდელობაა მათ მიერ დამორჩილებულ თუ დაუმორჩილებელ ადამიანებზე.

2000-2018