ნანუკა ჩიჩუა & უეიდ აივი

[tz-header home_link=”2″ type=”2″ type_position_mobile=”fixed” show_hide_cart=”2″ select_menu=”MainMenu” click_menu_one_page=”1″ one_page_scrolling_speed=”500″ link_home_page=”url:http%3A%2F%2Foxygen.propaganda.network%2F|||”]

ნანუკა ჩიჩუა & უეიდ აივი

აუტოპია

ადვილია უტოპიაზე ფიქრი, როგორც ცივილიზაციის უმაღლეს გამოხატულებაზე, თუმცა, როგორც სერ ტომას მორმა თქვა, უტოპია არასოდეს ნიშნავდა ნამდვილ, ხელშესახებ ადგილს, არამედ  – არარსებულ, წარმოსახვით, განყენებულ საზოგადოებას. იგი პირდაპირ “არსადაა”, სატირაა, რომელიც ჩვენს პრობლემებს, ჩვენი დესტრუქციული ბუნების საპირისპირო გამოხატულებას წარმოადგენს. 

“პოეტური კვლევის მეფუტკრეობის ინსტიტუტთან” ერთად, გამოფენა მაყურებელს ამგვარ გამოგონილ სამყაროს – პრაქტიკული ხედვებით შეუზღუდავ უტოპიურ წარმოდგენებს სთავაზობს. ჟესტებით, ტექსტურებით და ზედაპირებით, ნანუკა ჩიჩუას ნახატები მწვანე უტოპიების ალტერნატიულ განზომილებას გამოსახავენ, ციფრულ ანიმაციასთან და უეიდ აივის Mwown ხმის სისტემასთან ერთად კომბინაციაში.

ფორმები გათიშულია მათი რაციონალური ადგილებისაგან და გადააზრებულია ახლებურ კომპოზიციებში, როგორც ახალი მოთამაშეები გონების სცენაზე. ის, რაც ფორმით მოცურავეს გვაგონებს, სინამდვილეში ყვავილია ვარსკვლავების მინდორში. ფოთოლი სახეა. ირემი მოგონებაა აგურების ტყეში. აგურები უჯრედებია, რომლისგან გაქცევაც ცეცხლის ალის კვალდაკვალაა შესაძლებელი.

აუტოპიას შთაგონება იურული პერიოდის მუზეუმის მისიკური ლიტერატურის ავტორის ციტატიდან მოდის:

„ბუნება, თავისი საშინელი გრანდიოზულობით და გაუგებარი კომპლექსურობით, მაინც ურთიერთდაკავშირებულია – სამყარო სამყაროა სამყაროში, ხილული და უხილავი, ფიზიკური და არამატერიალური, ყველაფერი კავშირშია, ყველაფერი საკუთარი გავლენის გაფართოებას ცდილობს, თითქოს ანალოგიის მაგნიტური ჯაჭვებით შეკრული. ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი მოქმედება სარკისებურად ირეკლება, პულსირებს, გამოისახება და მეორდება მთელი არსებობის მანძლზე. მსოფლიო მართლაც საიდუმლო კვანძებითაა შეკრული.”

  • ვალენტინ ვორსი
[vc_video link=”https://www.youtube.com/watch?v=J7yCs5ikacY”]