სალომე ჯოხაძე
ყველა რელიგიური ადამიანი კომიქსების მოყვარულია
სუპერგმირები და ადამიანები, ზებუნებრივი შესაძლებლობებით, ის თემაა, რომელსაც გულგრილად ვერასდროს ვუვლიდი. კომიქსებში ნანახი სუპერგმირების გამოსახულებები და მათი შესაძლებლობები ჩემთვის ხატებში ნანახ წმინდანებთან მაკავშირებს. ამიტომ გადავწყვიტე ამ ორი სამყაროს ესთეტიკის გაერთიანება: იმის ჩვენება რომ წმინდანები და მათი ზებუნებრივი შესაძლებლობები მათ ერთგვარ სუპერგმირებად აქცევს. შესაბამისად, ჩვენ – მორწმუნეები კიდევ ერთგვარი კომიქსების მოყვარულებიც გამოვდივართ. ვეცადე ტრადიციული ხატის სტრუქტურა ამეგო, მაგრამ გამომეყენებინა ის ფერები, რომლებიც კომიქსებში მხვდება ყველაზე ხშირად. ჩემი მიზანი არც ირონიაა და არც თანამედროვე ხატის შექმნა; ეს არის ჩემი თვალით დანახული ზებუნებრივი ადამიანი… იმ თვალით, რომელიც ორივე რეალობაში გაიზარდა: სარწმუნოების და კომიქსების.