ლია ბაგრატიონი
გვერდის ავლით
თიხა სამყაროს შეხებათა საკუთარ თავში ამსახველი და ამ აღბეჭდილის გადამცემია; ერთგვარი მედიუმია. ამ უნარის მეშვეობით, თიხის სხეულში, უხსოვარი დროიდან, მრავალშრიანი კულტურული ინფორმაციაა დაგროვილი.
სივრცეში, რომელშიც გადაადგილდებით, თქვენ გვერდს უვლით სწორედ ამ ინფორმაციას – ათასწლეულთა ანაბეჭდებს, რომელიც მიედინება გამჭვირვალე პლასტიკურ სადენებში, თიხაში აღბეჭდილი და დაშიფრული კულტურული კოდების სახით.
კიბერ ტექნოლოგიების ეპოქაში, ინფორმაციის წარმოუდგენლად სწრაფი გავრცელების გარემოში, ჩვენ ვდგავართ იმ საშიშროების წინაშე, რომ სამყარო მხოლოდ ციფრულად აღვიქვათ, ხოლო ყოველივე ხილული და ხელშესახები შეუმჩვეველი დარჩეს.