კოკა ვაშაკიძე
არგონავტების დღიური
არგონავტების დღიური ტოტალიზატორში ნაპოვნი ჩანახატების კოლექციაა, რომელიც დროში განვრცობილი რისკის და წარმატების მოლოდინის ქრონიკებს ასახავს. ფსონის გაკეთების შემდეგ, აზარტულ მოთამაშეთა უმრავლესობა, შედეგის გასაგებად, დიდ დარბაზში განლაგებულ მაგიდებთან რჩება და ერთმანეთთან სოციალიზაციის პარალელურად, სხვა ბილეთების დასაწერად წინასწარ გამზადებულ ქაღალდის ნაჭრებზე რეფლექსურ ხატვას იწყებს.
ჩემს ინტერესს, შემთხვევითი მიკრო ჯგუფების ურთიერთობის შედეგად წარმოქმნილი მენტალური მდგომარეობების ვიზუალური ანაბეჭდის აღება წარმოადგენს და ამგვარად, რამდენიმე წლის განმავლობაში, ერთსა და იმავე კანტორაში, სისტემატიურად ნაგროვებ ნახატებს კონკრეტული წრის მეტაფორულ პორტრეტად აღვიქვამ.