Oxygen ყოველწლიური გამოფენაა რომელიც 2018 წელს შეიქმნა. თავდაპირველად ის მოქმედებდა “No Fair” ფორმატში, თბილისის სახელოვნებო ბაზრობის ერთგვარი არაკომერციული ალტერნატივის სახით. 2020 წლიდან პროექტმა შეიცვალა მასშტაბი და გააფართოვა ფორმატი. პროპაგანდას მიერ ორგანიზებული გამოფენა ყოველ წელს იცვლის კურატორსა და სტრუქტურას. Oxygen მიზნად ისახავს ხაზი გაუსვას იმ საკვანძო ნარატივებს, რომლებსაც საქართველოს სახელოვნებო სცენა ატარებს და ამავე დროს საერთაშორისო კონტექსტში დაინახოს ისინი. სხვადასხვა სახელმწიფო საგრანტო კონკურსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გარდა, გამოფენა ფუნქციონირებს აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით.