Oxygen თანამედროვე ხელოვნების ბიენალეა. თავდაპირველად ის ყოველწლიური გამოფენა იყო რომელიც „No Fair“ ფორმატში მოქმედებდა და საქართველოს თანამედროვე ხელოვნების სცენისა და მასში არსებული საკვანძო ტენდენციების წარმოჩენას ისახავდა მიზნად. 2020 წლიდან ყოველი გამოშვების კონცეფცია, სტრუქტურა და თემა სრულად ადაპტირდეპადი გახდა ახალი კურატორის ჩანაფიქრზე; გამოფენის პროგრამამ საერთაშორისო მასშტაბი მიიღო, განსაკუთრებით კი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის არსებული რეგიონალური დიალოგის კუთხით. 2021 წელს ღონისძიებამ მასშტაბის შესაბამისი ცვლილება განიცადა და Oxygen ბიენალედ გამოცხადდა.
სხვადასხვა სახელმწიფო საგრანტო კონკურსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სპონსორებთან თანამშრომლობის გარდა, გამოფენა ფუნქციონირებს აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით. Oxygen სახელოვნებო ორგანიზაციის Propaganda-ს პროექტია.