გიორგი ალხაზიშვილი

გიორგი ალხაზიშვილი

ჩვენ გვჭირდება სივრცე

ბოლო დროს პირადი სივრცის საჭიროება დღის წესრიგში კიდევ უფრო მძაფრად დადგა, რადგან რთულმა, ქაოტურმა დრომ მრავალი პრობლემა, სოციალური და ფსიქოლოგიური გამოფიტვისა და ინდივიდუალიზმის გაქრობის საფრთხეები წარმოაჩინა. მჯერა, რომ თემა აქტუალურია ყველასათვის, ვინც საზოგადოების ბედს განიცდის, საზოგადოებისა, რომელიც ამჟამად პრიორიტეტებარეული და დაბნეულია. ამ საუკუნეში ინდივიდუალიზმის ცნება გაიფანტა და დაიკარგა, ისევე, როგორც ის ერთეულები, რომლებიც ასიმილაციის პროცესს ებრძვიან. სწორედ ამიტომ არის პირადი, საჯარო და ინტიმური სივრცეები ყველასათვის ასეთი აუცილებელი. ასევე საჭიროა საზღვრების მონიშვნა, რომ მეორე უკიდურესობაში არ გადავვარდეთ – სულ უფრო და უფრო მეტი სივრცე არ მოვითხოვოთ. ყველაფერი დაბალანსებული უნდა იყოს, სიმყუდროვის შეგრძნებასთან სიმბიოზში. აქ სივრცე ესმით როგორც ურბანული დაგეგმარების საგანი და ქალაქის სწორი განვითარებისთვის საჭირო მიმართულება. თუმცა, სივრცე ასევე სულიერი სივრცეცაა, ადამიანის ოთახთან, სახლთან, ქუჩასთან და ადამიანური ურთიერთობების აბსტრაქტული სივრცის ერთობლიობაში.