VAADS

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა (VAADS)

საღამოს ვახშმამდე ძალიან გვშიოდა

მოხარული ვართ მოგიწვიოთ თავისუფალი უნივერსიტეტის VAADS სტუდენტების ჯგუფურ გამოფენაზე. გამოფენა აერთიანებს ვადსის სტუდენტების ოთხწლიანი მუშაობის პრაქტიკიდან ამორჩეულ სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს: სკულპტურა, ინსტალაცია, ფერწერა, ვიდეო არტი.

ვახშამთან ყველაზე ახლოს ვართ ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ან არა. გაჩნდა ახალი სახელოვნებო  კერები და ერთ-ერთი ასეთი კერაა VAADS, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ახალგაზრდა შემოქმედებითი ძალის წამოწევას, გაზრდას და მათ გაერთანებას.

გამოფენა 18 ახალგაზრდა არტისტს აერთიანებს. მათ შორის არის სალომე ჩიგილაშვილის თაბაშირზე რკინით გაკეთებული ნაქარგობა. ნამუშევარში რომელიც გამოფენაზეა წარმოდგენილი, სალომე ძაფის ნაცვლად რკინას იყენებს. ასევე ნახავთ სალომე გაგუას ტრუბაკვადრატით და ტილოთი გაკეთებულ დაკიდებულ კონსტრუქციას. ამ ნამუშევარს ლეიტმოტივად გასდევს  კონსტრუქტივიზმისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა, თუმცა არტისტი ახალ კონტექსტში აქცევს მოცემულ ფორმებს  და ნამუშევარს ახალ ძალას სძენს. რატი ბერაძე თავის პრაქტიკაში ქმნის თანამედროვე ალტერნატიული კულტურით და ქრისტიანული სიმბოლიზმით გაჯერებულ სემანტიკურ სისტემას. სალომე ჯოხაძის ნამუშევრები პოპ კულტურისთვის დამახასიათებელი ესთეტიკის საშუალებით რეფლექსურად  ქმნის მითოლოგიურ სააზროვნო  სივრცეს, რომელიც გაჯერებულია სოციალური და გენდერული იდენტობის თემებით. გიორგი ვარდიაშვილის ნამუშევარი ეხმიანება შემოქმედბითი პროცესის მუდმივი განახლების თემას. თიკა შელიას “U can’t?!” ორნაირად წაკითხვადი, ტილოზე ლურსმნეებით გაკეთებული გამოსახულებაა, რომელსაც ორი აღქმის წერტილი აქვს ბრაილის შრიფტით და ხილული თვალით.

გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს ახალი შემოქმედებითი ერთიანობა. ახალგაზრდა არტისტების სახე და ინტერესები. ნამუშევრების უმეტესობა არაპირდაპირი და პირდაპირი რეფლექსური, მაგრამ გააზრებული გზით ეხმიანება  სოციალურ თემატიკას.

0-საღამოა.

1-ხო თანაც გვშია.

0-ვახშამი ახლოსაა.

1- ისე სტამბაზე რატო არა?

0-ეგ დუხი საერთოდ არ იგრძნობა.მოგონილი იქნება.

1-ვახშამი მალე იქნება?

0-კი! ან არა.

1-საღამოა

0-კარგი საღამოა.ვახშმის გარეშეც.

1->0

0-კაია.

გამოფენის სათაური კარლო კაჭარავას „მგზავრობის ანგელოზიდან“ ამონაჭერი ფრაზაა. „საღამოს ვახშმამდე ძალიან გვშიოდა“ ამ ფრაზის შემდეგ კარლო საუბრობს ქართული ხელოვნების მიზანმიმართულ ესთეტურობაზე ცოტა კიდევ იქით  რუხ კარდინალებზე.ირონიულია, რომ პოსტ ინტერნეტის ხანაში  90-იანი წლების შემდეგ მრავალი პრობლემა ისევ ისეთივე აქტუალური რჩება როგორც მაშინ იყო, მაგრამ სახეშეცვლილად რუხ კარდინალებს ავტომატები აღარ უჭირავთ მათ ახლა ჯვრებითა და ლამაზი  კოსტუმებით ხელში დავარცხნილად ან დაუვარცხნელად სატელევიზიო ეთერებში ვხედავთ.ჩვენ ისევ არ გვაქვს კრიტიკა და ა.შ