სალომე დუმბაძე

სალომე დუმბაძე

Unchewable Constructs

თოვლში სიარულის ხმისგან მიღებული სიამოვნება, წააგავს საღეჭი რეზინის ჭამისგან მიღებულ სიამოვნებას.

ფილმს თუ გადავიღებდი, აუცილებლად იქნებოდა კადრი სადაც ტანსრული ადამიანი გდია უგონოდ და მეორე მასზე სუსტი ვერ ძრავს ადგილიდან. ეს კადრი აუცილებლად უმუსიკოდ იქნებოდა და სითეთრეში თოვლში სიარულის ხმით. ემოციის ბგერით აღქმა სუნთქვით იქნებოდა შესამჩნევი.

უკვალოდ გაქრობის შიში გვაერთიანებს.

საღეჭ რეზინასა და ფილმის კადრს შორის კავშირი სიამოვნებაა; განსხვავება ისაა თითქოს გარანტია არსებობს რომ ასეთი კადრები რჩებიან მეხსიერებაში. ბავშვობის საღეჭი რეზინების შეფუთვის ფერებმა დიდი გავლენა იქონია ჩემი შორეული წარსულის ფერთა პალიტრაზე.

ტილოების ფორმა სწორედ ამ პრინციპით შევარჩიე; შეერთებისას ისინი ერთიან ფორმას ქმნიან, მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნამუშევრებია. მომწონს მათ შორის მიზიდულობა, რომელიც სინამდვილეში არაფრის მომცემია.

ფერები უშაქრო საღეჭი რეზინების შეფუთვას ეძღვნება.