კოლექტივი InChina

კოლექტივი In China

ნაწილები(ex. აირია)

როგორ უნდა გამოიფინოს ხელოვნების ერთი ნამუშევარი ორ საგამოფენო სივრცეში, ისე რომ ორივეგან შექმნას ფორმა და აწარმოოს მნიშვნელობა? ამისთვის ავიღოთ მერსედეს-ბენც W124 1988 წლის გამოშვება, გავრეცხოთ და დავყოთ არათანაბარ ნაწილებად. ნაწილები განვათავსოთ სივრცის სპეციფიკის შესაბამისად.

ხელოვანების ჯგუფი InChina თბილისის არტ ბაზრობა გასაყიდ ნამუშევრად მანქანას გამოფენს. ძველი მერსედესი ხელოვნების ენაზე ფორმალური სქემაა, რომელშიც კოდირებულია მოძრაობის, კომუნიკაციის, დროსა და სივრცეში გადაადგილების, სუბიექტური ტრანსფორმაციის, ქვეყნებს შორის კულტურული გაცვლის, საქართველოში მეორადი სამომხმარებლო კულტურის, მანქანის ფეტიშირების და კიდევ მრავალი სხვა ნიშნები.

არტ ბაზარზე მანქანის ფუნქციონალური არსებობა მეტაფიხზიკურ მნიშვნელობას იძენს. ახლა ის საკომუნიკაციო ენაა დაშლილი დეტალების ვინტაჟური რომანტიზირებით. და, მიუხედავად შეცვლილი ფუნქციისა, მოძრაობის სიმბოლურ დატვირთვას არ კარგავს. რადგან იგი ბაზრობის ორ დაქსაქსულ სივრცეში უნდა იყოს ერთსადაიმავე დროს, მისი ჩონჩხი შენარჩუნებული გულით – ძრავით Oxygen Tbilisi No Fair-ის სივრცეში იმყოფება, ხოლო მანქანის სხვა ტექნიკური ნაწილები Tbilisi Art Fair-ის სივრცეში. გვინდა თუ არა ხელოვნება ან ხელოვნების ბაზრობა, მანქანა ხომ ყოველთვის და ყველგან გვინდა.

ლალი პერტენავა

InChina Collective

ივეტა ჩხიკვაძე, მთვარისა ჯოისი, ნანა კალანდაძე, ილია მახარაძე, ვატო ურუშაძე, ზურა ცოფურაშვილი, გოჩა ჟღენტი, ლუკა აქიმიძე, ალექსი სოსელია