ანა ტაბატაძე

ანა ტაბატაძე

Closer than Poetry

კიდევ ერთი რამ, რაც გვაერთიანებს არქეტიპებია, მათი ამოცნობის შესაძლებლობა, მათი არაცნობიერი წარმოსახვა სიზმრებსა და ფანტაზიებში. ეს ის კოდური ნიშან-სიმბოლოებია, რომლებსაც ყველა ჩვენგანი ვიზიარებთ, ჩვენგან დაუკითხავად, და რომლებიც ანა ტაბატაძისთვის მხატვრული კვლევის საგანი აღმოჩნდა.

არქეტიპები ფორმასთან ერთად ენერგიაა, რომლის მართვა, კვლავწარმოება და სახელოვნებო ინტერპრეტაციები ინტელექტუალურ, ფიზიკურ და სექსუალურ ძალისხმევას მოითხოვს და საბოლოოდ, რიტუალური ხასიათისაა.

აღნიშნული სივრცეც ერთგვარ რიტუალურ პროცესიას სთავაზობს დამთვალიერებელს: სივრცეში წარმოდგენილი მულტიმედიური ინსტალაცია დროის მიღმა არსებული ნიშან-სიმბოლოების და არქაული მედიუმების კოლექციაა; მათთან ურთიერთობით შესაძლებელია ჩვენი წარსულის, მიმდინარე ან მომავალი ცხოვრების იმ რეალური ფრაგმენტების იდენტიფიცირება, რაც დღეს მხოლოდ ფანტაზიის ნაწილი გვგონია.